Thursday, December 4, 2008

1.პროექტის სახელი: ომის ნაკვალევი ქართულ მიწაზე
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გამოთქვავენ თავიანთ აზრს საქართველოში მომხდარ ომებზე
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები განიხილავენ საქართველოს ომებს,იღებენ ინტერვიუებს დაზარალებული მოსახლეობისგან და ასევე ეკითხებიან აზრს მომხდარი ომის შესახებ იმ მოსახლეობას რომელიც არ დაზარალებულა ომს,იძიებენ სურათებს და ვიდეო მასალო
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: იქმნება ბლოგი, საპრეზენტაციო გაკვეთილი, იქმნება slide-show
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ეცნობიან ომის ნამდვილ სახეს, უჩნდებათ სურვილი მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია-გეოგრაფია,ინფორმატიკა,ქართული.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:მაია ჟიჟილაშვილი
ქ.თბილისის 207-ე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:maiazhizhilashvili@gmail.com
maiazhizhilashvili@yahoo.com
14.პროექტის ფორუმი:gearn.blogspot.com
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:warpeace-maia.blogspot.com



“ო მ ი ს პოლიტიკური აზრი'
სანამ უშუალოდ 7 აგვისტოს დაწყებულ ქართულ-რუსულ დაპირისპირებასა და ფართო რუსულ სამხედრო ინტერვენციას განვიხილავთ,მოკლედ გადავავლოთ თვალი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს წინა საუკუნეებში:
უშუალო შეხება ჰქონდა ერეკლე მეფეს რუსეთის ხელმწიფის ნამდვილ პროტეჟესთან ამიერ კავკასიაში. გენერალმა ტოტლებენმა ერეკლეს გადამწყვეტ ბრძოლაში უღალატა და ცდილობდა თბილისის აღებასა და ამით საქართველოს დიდი ნაწილის,-ქართლ-კახეთის მიერთებას რუსეთთან. საქართველო მაშინ ერეკლე მეფის ბრწყინვალე გამარჯვებამ ასპინის ველზე და მტკიცე “კახურ-იმერულმა„ კავშირმა გადაარჩინა. 1783 წლიდან რუსეთის იმპერია უხეშად ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში და საბოლოოდ მიზანს მიახწია. 1801 წლის 16 თებერვალს სიონის ტაძარში, რომელსაც წინასწარ ძლიერი სამხედრო რაზმი შემოარტყეს, წაიკითხეს რუსეთის იმპერატორის, პავლეს მანიფესტი.ამავე წლის 12 სექტემბერს ალექსანდრეს ხელმოწერით ქართლ-კახეთი “საქართველოს გუბერნიად„ გამოცხადდა. რუსეთმა საკმაოდ მცირე პერიოდში დაასრულა საქართველოს სრული ანექსია. ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური რუსეთის რიგით კოლონიად იქცა. საქართველოს ისტორიაში დაიწყო ახალი ხანა, რომელიც მოიცავს ქართული ინტელიგენციის ბრძოლას თავისუფლების აღსადგენად. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, გრიგოლ ორბელიანის, სოლომონ დოდაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი მაზნიაშვილის თავდაუზოგავმა შრომამ და ბრძოლამ ცარისტული რუსეთის წინააღმდეგ მოიტანეს 1918 წელი საქართველოს განთავისუფლება ბორკილებისაგან. 3 წელი გაძლო დამოუკიდებელმა საქართველომ და იგი კვლავ შთანთქა ახლა უკვე ლენინის,მარქსისა და ენგეტრის იდეებზე დაფუძნებელმა ბოლშევიკურმა რუსეთმა. ამჯერად დაახლოებით 70 წლით. საბჭოთა კავშირში დაიწყო ახალი ე.წ. „სოციალისტური იმპერიალიზმის შენება“ იმპერიალიზმმა კი დძაბა სახელმწიფოთა შორის დამოკიდებულება, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების მიზნით დღის წესრიგში დააყენა გამუდმებული ომები და სისხლისღვრანი. იმპერიალიზმმა გააძლიერა კოლონიური ხალხის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა და ერთდროულად აიმხედრა ის ქვეყნები, რომელთა ანექსია მან ძალიმიერი მეთოდებით მოახდინა.
იმპერიალიზმს ვ.ი.ლენინი კაპიტალიზმის მონოპოლისტურ სტადიასდა პროლეტრული რევულიციის წინა დღეს უწოდებდა. ლენინურ იდეებზე ქართული ფესვების მქონე იოსებ სტალინმა (ჯუღაშვილმა) შექმნა დიდი საბჭოთა იმპერია, რომლის დანაშაულებრივ ქმედებებს II მსოფლიო ომამდე, თუ მის შემდეგ, დღეს იძიებს და იმკის მსოფლიო. საქართველო იქცა ამ დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილედ. 1989 წლის 9 აპრილმა უკვე რღვევის გზაზე მდგარ საბჭოთა იმპერიას ძირი გამოულპო. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობა დაუბრუნეს. საბჭოთა იმპერიის ნამდვილმა სამართალმემკვიდრემ-რუსეთმა, საქართველოში ახალი დაპირისპირებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები.სამოქალაქო ომი და დემოკრატიული ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია. ეთნიკური უმცირესობების პრობლემა საქართველოში დღესაც გადაუწყვეტელია. ქართველები ახლა მიხვდნენ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ებრძოდნენ არამხოლოდ ოსებსა და აფხაზებს, არამედ რუსებსა და მათ დაქირავებულ ჩრდილოკავკასიელთა რაზმებს. 1993 წლიდან 2003 წლამდე საქართველო პრაქტიკულად მოწყდა ცივილიზირებულ მსოფლიოს. ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და რუსული ზეწოლისაგან განთავისუფლება. 2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყივალე დღესასწაულზე გამარჯვებით დაგვირგვინდა დემოკრატიული საპროტესტო ტალღა.ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და სათავეში მოვიდა დემოკრატიული ხელისუპლება ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას სურდა ცხოვრება რუსეთის გარეშე. ხალხში აღარ იგრძნობოდა შიში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერი განთავისუფლდა ზეწოლისა და წნეხისაგან, რომელიც მას წელში სტეხდა.
საქართველომ აიღო ევროპული გეზი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა დღესაც მხარს უჭერს. ყველა ქართველისათვის ამაღელვებელი და საამაყო იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და შემდგომ პრემიერ-მინისტრის, -ზურაბ ჟვანიას გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე 1999 წლის 27 იანვარს საქართველოს ევროსაბჭოში მიღებასთან დაკავშირებით: „საუკვნეების განმავლობაში ჩვენი სამშობლო იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. საქართველოს ხალხმა წარმოუდგენელი სიძნელეები და განსაცდელი გამოიარა და, ალბათ თქვენც გესმით ჩემი და საქართველოს დელეგაციის თითოეული წევრის მღელვარება დღევანდელ ისტორიულ დღეს, როდესაც თქვენ საქართველოს გზა დაულოცეთ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მე ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ სწორედ ჩვენსთაობას ხვდა წილად პატივი აქ, ევროპის სასახლის ტრიბუნიდან წარმოეთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა:მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი...
სამშობლოს მომავალს ჩვენ ვუკავშირებთ დაბრუნებას ჩვენს ერთადერთ ნავსაყუდელში_ევროპის თავისუფალ ერთა ერთიან ოჯახში.“
ამ სიტყვების შემდგომ ბევრი რამ მოხდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ის ნელ-ნელა დაიძაბა და საბოლოოდ საქართველომ ეკონომიკური ემბარგი მიიღო რუსეთისაგან. რუსეთმა საქართველოს განუყოფელი ნაწილებში_აბხაზეთსა და ოსეთში დასვა მარიონეტული მთავრობები და მარიონეტული „ვითომ პრეზიდენტები“_სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი, რომლებიც ბოლო წლებია მოსკოვს თითქმის ყოველდღე სტუმრობენ ახალ-ახალი დავალებების მისაღებად.
მათ რუსეთი აშკარად და დაუფარავად ამარაგებს იარაღითა და ცოცხალი ძალით.2005 წლიდან ეტაპობრივად იზრდებოდა რუსი სამხედროების რიცხვი კონფლიქტის ზონებში. მანამდე რუსეთმა შეძლო მცირე პროვოკაციის მოწყობა და მცირემაშტაბიანი დაპირისპირების წარმოქმნა, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ ეს ბარიერი წარმატებით გადალახა. მცირე პერიოდშოი საქართველომ მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება დასავლეთში. საქართველოს ინტეგრაცია ნატოში ეტაპობრივად ხორციელდება და დღესაც გრძელდება. მართალია გაზაფხულზე, ნატოს სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა "MAP" ვერ მოიპოვა, მან მყარი გარანტიები მიიღო უკრაინასთან ერთად. ნატოს წესდებაში ჩაიწერა, რომ ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრები.
ამან გააღიზიანა რუსეთის მმართველი წრეები და ამოქმედდა კარგად აწყობილი გეგმა, რომელიც საქართველოს ფართომაშტაბიან ომში ჩათრევას ისახავდა მიზნად. რუსეთმა ახალი სამხედრო ძალები და ტექნიკა გადაისროლა აფხაზეთსა და ოსეთში. 2008 წლის ზაფხულში აშკარა გახდა, რომ ომი გარდაუალი იქნებოდა, რადგან ოსი სეპარატისტები და აფხაზი ბოევიკები ცეცხლს უხსნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ოსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო დახმარებას ითვალისწინებდა.
ქართულმა ჯარმა 5 წლის მანძილზე წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. იგი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, თუმცა საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო მზად ომისათვის.
6 აგვისტოს ღამე. ოსებმა და რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს და მშვიდობიან მოსახლეობას. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი. პირველ ხანებში ქართველებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ერთ დღეში სამთავრობო ჯარები უკვე ცხინვალს და მის შემოგარენს, დაახლოებით 15 სოფელს აკონტროლებდნენ. კოკოითის 600 კაციანი რაზმი სრულად განადგურდა. ასევე განადგურდა 58-ე არმიის მოწინავე ასეულები ცხინვალთან. რუსეთმა ბრძოლაში ავიაცია ჩართო და რიგრიგობით დაიბომბა ქ. გორი, სენაკი, ზუგდიდი. რამოდენიმე ჭურვი ჩამოვარდა თბილისის შემოგარენშიც. ხალხი პანიკამ მოიცვა. ქართველმა მეომრებმა არნახული თავდადება გამოიჩინეს და რუსების 20-მდე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. განადგურებულ იქნა 200-მდე რუსული ტანკი. სახმელეთო ოპერაციებში 58-ე არმიას ტოლს არ უდებდა სამთავრობო ჯარები და რეზერვისტთა ასეულები. ავიაციის მხრიდან ასეთმა საფრთხემ ქართველებს პოზიციები დაათმობინა. რუსებმა დაიკავეს ქ. გორი და ზემო აფხაზეთი, რომელიც სრულიად დაუცველი აღმოჩნდა და აფხაზებს თავდასხმების შედეგად მტრის ხელში გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს მხარე საქართველოს კონტროლქვეშ მხოლოდ მცირე დროისგანმავლობაში იყო. დასავლეთ საქართველოში ძლიერად დაზიანდა სამეგრელოს მხარე. დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი. გაბატონებულმა რუსმა ჯარისკაცებმა მარადიორობას, ხალხის ძარცვას მიჰყვეს ხელი.
ომი დამღუპველ შედეგებს მოიტანდა, რომ არა ევროპის მხარდაჭერა. ევროკავშირისა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, საფრანგეთის პირველმა პირმა-ნიკოლა სარკოზმა შუამავლის როლი იკისრა. მისი ვიზიტების შემდეგ (რუსეთში და ორჯელ საქართველოში) ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს 6 აგვისტოს პოზიციებზე დაბრუნება, ევროკავშირმა კი უნდა ჩაანაცვლოს რუსი ე.წ. “მშვიდობისმყოფელები“ დამკვირვებლებით.
რუსეთმა ამ ომში დიდი ზარალი ნახა. მას არა ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 5000 ჯარისკაცი დაეღუპა და დაეჭრა რამდენიმე გენერალი. საქართველოს დაეღუპა 400-მდე მეომარი, რომელნიც გმირულად იბრძოდნენ და თავი გასწირეს სამშობლოსათვის. იქნებ თავისუფლებაც დაეკარგა (საქართველოს) ჩვენს ქვეყანას ამ ომის შემდეგ? ვინ იცის...რომ არა მათი თავდადება , საქართველო დღეს რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდებოდა. უშვალოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთელი საქართველო ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა და ერთიანობით, თავდადებით, მამაცი გულით დაამარცხა რუსული აგრესია.




ქართველი მოზარდის განცდები

ომის შესახებ აგვისტოს მოვლენებამდე თითქმის არაფერი ვიცოდი, ჩემი თვალით არ მქონდა ნანახი მხოლოდ სხვისი მონაყოლიდან გამიგია მცირედი. ომი საშინელებაა, მას მოაქვს დიდი მსხერპლი, რომლის ანაზღაურება შეუძლებელია. ის ყველანაირი უბედურების, ნგრევის და შისის მომტანია. მას ბევრი ვაჟკაცი ეწირება, ბევრიც იკარგება უგზოუკვლოდ. ძნელია როცა მშობელი, ვერ პოულობს შვილს, ცოლი ქმარს, შვილი მამს, ვერც ცოცხალს და ვერც დაღუპულს, როგორ ელოდებიან მათ გამოჩემას და გულში ჩაკვრას. ისინი სახელმწიფოების უთანხმოების და ქვეყნის ღირსებისათვის იღუპებიან.
ომსი უამრავი მოზარდი, ახალშობილი და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რომლებსაც მთელი ვხოცრება წინ აქვთ. იგი დიდი უბედურებაა, ეს იმის შემდეგ გავიგე რაც საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი, ომსი გადავიდა. ძალიან განვიცადე მომხდარი, გულისტკივილითვადევნებდი თვალს მოვლენებს მასმედიის საშუალებით, იმ წამს მინდოდა, რომ მებრძოლებთან ერთად ვყოფილიყავი და დავხმარებოდი თუნდაც ერთი ჭიქა ჭყლით. ვხედავდი ჩემი ასაკის ბავშვები როგორ გაურბოდნენ სისხლის მოყვარულ ტყვიებს. ალბათ მაინც ბოლომდე ვერ გავითავისე ომი, რადგან ჯერ ბავშვი ვარ და ეს პირველი ომი იყო ჩემთვის და იმედი მაქვს ბოლოც, მაგრამ ძალიან განვიცადე მომხდარი. ომის დროს დევნილები თბილისის შხვადასხვა სკოლებში და საბავშვო ბაღებში დააბინავეს. ისინი ჩემს სკოლაშიც იყვნენ შესახლებულები.ძალიან განვიცადე როცა ვხედავდი, როგორ ენგრეოდათ სახლები მოსახლეობას, მე კიდე არაფრის გაკეთება არ შემეძლო იმ წუთში. მტერი დაუნდობლად ექცეოდა საქართველოს მოსახლეობას, მეგონა ბრძოლა არასდროს დასრულდებოდა,ყოველ დღე ახალ-ახალი ამბები ვრცელდებოდა საქრთველო-რუსეთის ბრძოლაზე და ომის დამთავრების იმედი სულ მცირდებოდა, ამ ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ და დაიჭრნენ ქართველი მეომრები. ზოგი მათგანი დაჭრილის გადარჩენისას და სამშვიდობოზე გამოყვანისას დაიღუპა. რუსეთი და მისი მომხრეები ფიქრობენ, რომ ქართველები დაამარცხოს, მაგრამ იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, ჩვენ დავმარცხდით იმით,რომდავკარგეთ ბევრი ძლიერი და გულადი ჯარისკაცი და მოსახლეობის დიდი ნაწილი. გავიმარჯვეთ სულიერად. საერთოდ ამ ომში არც გამარჯვებულია და არც დამარცხებული. ჩვენ ძლიერ დაგვეხმარა ევროპის ქვეყნები და ამ შემთხვევამ უფრო გააძლიერა იმედი გამარჯვებისა. იმედს ვიქონიებ, რომ მომავალში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ მაინც დაიწყება, ჩვენ ჯარსა და უფლის იმედი მუდამ მექნება.

2 comments:

Unknown said...

dzalian saintereso proeqtia, bevris shemswavleli. mkitxveli, amis wakitxvisas dros tyuilad ar dakargavs.

elene said...

გამარჯობა მაია,
მართლაც საინტერესო მოსაზრებებია თქვენს ბლოგში მოყვანილი,მაგრამ რამდენადაც ვიცი ეს ბლოგი არის თქვენი ნამუშევარი პროექტზე "ომის ნამდვილი სახე" ხომ? ამ შემთხვევაში არანაირად არ შეიძლება აქვე იდოს 15 პუნქტად გაშლილი სხვა პროექტი(თუ ეს წარმოადგენს სამუშაო გეგმას, მაშინ სხვა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი)

პატივისცემით, ელენე ხაჩიძე